• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ოდისეა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/09/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1421 -ჯერ

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. ოდისეას ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას მისცა გაფართოების შესაძლებლობა და შესაბამისად, ვაცხადებთ კონკურსს ახალი თანამშრომლებისთვის.



კომპანია "ოდისეა" სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას, ეფექტური გაყიდვების სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას. 

 



ჩვენი უპირატესობები:


** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ);
** თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;
** გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

 



პოზიციის ძირითადი მოვალეობები:



** სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
** პროდუქციის რეალიზება და ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
** მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, მუდმივი ზრუნვა ორგანიზაციის მიმართ მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის.

 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



** უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 



პიროვნული თვისებები:



** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** თავდაჯერებული;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული.

 



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა