• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომპანიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ნოსტე
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2017/09/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1037 -ჯერ

კომპანია "ნოკი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მენეჯერის მიერ ბრენდის პოზიციონირება და მისი წარმატებული რეალიზაცია, კორპორატიული კლიენტების მოზიდვა შეთავაზებების შედგენა, პროდუქტების პრეზენტაციების ჩამოყალიბება და მისი წარდგენა.

მოვალეობები:

** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის და მომსახურების სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა;
** კომპანიის სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვა და წარმართვა. მუდმივი კოორდინირებული მუშაობა პროდუქციის და სერვისის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
** სოციალური და ვებ გვერდებისათვის მასალების მომზადება;
** გაყიდვების ჯგუფისთვის კოორდინაციის გაწევა რეალიზაციის ზრდის მიზნით;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების და გაყიდვების დაგეგმვა და კონტროლი;
** პარტნიორებისა და კლიენტების კმაყოფილების კონტროლი;
** კომპანიის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგსა და მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office - პროგრამების კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა სავალდებულოა. 

პიროვნული მახასიათებლები:

** ხელმძღვანელის უნარ ჩვევები;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
** პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** ორგანიზებულობა;
** ტექნიკურ საკითხებში გარკვევის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-საათიდან 18:00-საათამდე. შაბათი: 10:00-საათიდან 15:00-საათამდე.
** საცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი) 
** საცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ: 

1. მაღალი ხელფასი, მისი შემდგომი ეტაპობრივი ზრდის პერსპექტივით. 
2. პრემიების სისტემა, გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით. 
3. საზღვარგარეთ, პარტნიორ კომპანიებში სტაჟირება, გამოფენებში მონაწილეობა. 
4. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: infonoki2@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 10 სექტემბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

http://www.noki.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა