• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციონისტი
დამსაქმებელი: ივერია ინნ
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/09/09
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 972 -ჯერ

Iveria Inn Hotel აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
  • სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
  • მენეჯერის დავალებების შესრულება.

 

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარის მქონე
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე

 

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით, აკომოდაციით, კვებითა და   უნიფორმით;
  • სამუშაო განრიგი დგება ცვლების მიხედვით (დღის და ღამის ცვლები)

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: tamarurushadze@iveriainn.com  და გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა