• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გიდი
დამსაქმებელი: Tours2georgia
კატეგორია: ტურიზმი,
ბოლო ვადა: 2017/09/09
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1030 -ჯერ

ტურისტულ კომპანია აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს შიდა ტურებს საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიის შესახებ

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები,  შემოგვიერთდით

ამჟამად ჩვენ ვეძებთ გიდს სრულ განაკვეთზე, რომლის ძირითადი ფუნქცია საქართველოს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებით, ტურების გაძღოლა იქნება.

 

 

სამუშაო მოვალეობები

როგორც რეგიონალური ტურების გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

  • ტურისტების მისალმება, მგზავრობის წესების ახსნა,  გამაგრილებელი სასმელების დარიგება, მგზავრების კითხვებზე პასუხების გაცემა და მათთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
  • სტანდარტული მარშრუტის ტურების ჩატარება და ტურისტებისვის ტურში შემავალი ღირსშესანიშნაობების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიწოდება ინგლისურ და რუსულ ენებზე
  • დამატებითი ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
  • ტურისტების კონტროლი და დროული ორგანიზება ტურების გეგმის მიხედვით ეფექტურად ჩასატარებლად
  • მგზავრების უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა
  • ტურების ეფექტური დაგეგმვის და შესრულების უზრუნველსაყოფად, ტურ ოპერატორთან და მძღოლთან ახლო თანამშრომლობა
  • სტანდარტული მარშრუტების პროგრამის და მასალის შედგენა-მოძიება კომპანიის გუნდთან ერთად

 

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები

  • ინგლისური ენის სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე ცოდნა  სავალდებულოა და რუსული ენის ფლობა სალაპარაკო დონეზე სასურველია
  • სასურველია დ არა სავალდებულო ტურისტულ გიდად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მუდმივი მოგზაურობის მზადყოფნა, ენერგიული და  ფიზიკურად ფორმაში
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • აკურატული, სუფთა, ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
  • დადებითი მიდგომა, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • პოზიციაზე განიხილებიან მხოლოდ ქალბატონები

 

პოზიციის ატრიბუტები

  • პოზიციის სახელი: ტურისტული გიდი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო მოზიდული ტურებიდან
  • ადგილმდებარეობა: თბილისი + მოგზაურობა რეგიონებში

 

აღნიშნულ პოზიციაზე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.tours2georgia@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა