• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი ბათუმი
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/09/01
მდებარეობა: ბათუმი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1165 -ჯერ


კომპანია „ნიკორა,“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზეwww.nikora.ge

 

შ.პ.ს. „ნიკორა 7“  აცხადებს  ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სქესი მდედრობითი, ასაკი 20-30 მდე
  • უმაღლესი განათლება 
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული
  • მოტივირებული, კრეატიული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს პროდუქციის სრულ წარმოდგენას დადგენილი სტანდარტით
  • უზრუნველყოფს სარეკლამო მასალების განლაგებას

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის   26 აგვისტომდე  გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – maka.zaqradze@nikora.ge
ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 
I რეზიუმეების გადარჩევა
II ტესტირება
III გასაუბრება

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა