• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოპერატორი ფოთში
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/09/01
მდებარეობა: ფოთი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1192 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

 

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

 


შპს „ნიკორა 7“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე  ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • სამუშაო გამოცდილება
  • აღწერის  შედეგად მიღებული მონაცემების პროგრამაში ასახვა და ნაშთების გამოყვანა;
  • მობრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
  • სარეალიზაციოდ გასასვლელი შეკვეთების საბუთების გაწერა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • ყურადღებიანობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე 2017 წლის 29 აგვისტომდე მისამართზე:maka.zaqradze@nikora.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითეთ ვაკანსიის

 

დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I _ ანკეტების გადარჩევა;
II _ ტესტირება;
III _ გასაუბრება. 

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა