• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მუშა ბათუმში
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/09/01
მდებარეობა: ბათუმი
განათლება საშუალო განათლება
ნანახია: 1159 -ჯერ

კომპანია „ნიკორა,“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

 

შ.პ.ს. „ნიკორა 7“  აცხადებს  ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ბათუმში:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

  • საშუალო განათლება აუცილებელია

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დაზაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი 
  • ფიზიკურად მუშაობის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 07 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – maka.zaqradze@nikora.ge

ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 

  • I რეზიუმეების გადარჩევა
  • II ტესტირება
  • III გასაუბრება
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა