• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
დამსაქმებელი: კანტი
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/10/27
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1652 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის -პრისეილერის  თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია. (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
  • პრეტენდენტის ასაკი 25-35 წელი 
  • თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
  • გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
  • ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი; 
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.


უფლება მოვალეობები: 

  • წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება; 
  • საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის; 
  • სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა; 
  • თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;   
  • ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე; 
  • საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში; 
  • შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება; 
  • პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება; 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge 2017 წლის 15 აგვისტომდე.  ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა