კონსულტანტი / მოლარე |
დამსაქმებელი: |
ჯამფი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2017/09/03 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
2123 -ჯერ |
კომპანია ჯამფი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე :
1. კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო ჟვანიას N28. (ახალი ვაკე)
მოთხოვნები:
- ასაკი: 18-45წ;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
- თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მოტივირებული და შრომისმოყვარე.
2. მოლარე
მოთხოვნები:
- ასაკი: 18-45წ;
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- მათემატიკური უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: mishutkashop@yahoo.com და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვკავშირდით ტელეფონზე +995 599 27 18 18.
გისურვებთ წარმატებებს!