• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
დამსაქმებელი: გლობალ სელ
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/08/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 953 -ჯერ

დასახელება: საერთაშორისო სიმ-ბარათების კორპორატიული და ფიქსირებული ქსელის საცალო კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ სელი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო 

შპს „გლობალ სელი“ აცხადებს ვაკანსიას  საერთაშორისო სიმ-ბარათების კორპორატიული და ფიქსირებული ქსელის საცალო კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამების (Ms word, Ms office, Excel, power point, outlook, internet explorer) სრულყოფილად ფლობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ქართულად მეტყველების კარგი უნარი
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • აკადემიური წერის მანერის მაღალ დონეზე ფლობა;

 


უფლება-მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
  • პრეზენტაციების მომზადება, გადაგზავნა, კორპორატიული კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების უნარი;
  • ხელშეკრულების, მიღ-ჩაბარებების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ინვოისების და ზედნადების გადაგზავნა;
  • ყოველდღიური, ყოველკირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;
  • კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში სხვა დამატებითი საქმიანობის შესრულება

 

ანაზღაურება – 800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)
სამუშაო დრო - სრული (კვირაში 6დღე)

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 2017 წლის 24 აგვისტოს 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ საკუთარი პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@globalmail.ge 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ  წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა