• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრანტების კონკურსი
დამსაქმებელი: ტოლერანტი
კატეგორია: ტენდერი/კონკურსი,
ბოლო ვადა: 2017/08/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1269 -ჯერ

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის -"საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, ასოციაცია "ტოლერანტი"- ახალციხის მუნიციპალიტეტის - ვალეს, წყალთბილას, პამაჯის, ურავლის, ანდრიაწმინდის თემებისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის - ძველის თემისთვის აცხადებს გრანტების კონკურსს.



გრანტების კონკურსი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის.



საგრანტო პროგრამის მიზანი:

** ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების/გაფართოების სტიმულირება.
** სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა რელევანტური ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ პირს, ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმიანობის უფლების მქონე მცირე სამეწარმეო სუბიექტს. 



თანხის მაქსიმალური ოდენობა ერთი სუბიექტისთვის: 6500 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 4 აგვისტო (18:00 საათი)



განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად asociacia.toleranti@gmail.com ან სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის ქ # 47, საკონტაქტო პირები: ცირა მესხიშვილი 599513622, გოჩა ნათენაძე 599580560;



პროექტში განაცხადის შევსება ხდება აპლიკაციის ფორმის მიხედვით. იხ. დანართი. 147400-toleranti-app.zip

განაცხადებს განიხილავს საგრანტო კომისია.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა