• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონდიტერი
დამსაქმებელი: Gallery Palace Hotel
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/08/18
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 930 -ჯერ

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის  პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.
 
ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება და გაშვება ოპტიმალურ დროში საკონდიტრო ნაწარმის გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვით;
  • საკონდიტრო ხაზის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
  • მოამზადოს სხვადასხვა სახის დესერტი, ნამცხვრები, ტორტები და ა.შ.
  • შექმნას ახალი პროდუქტი;
  • გააფორმოს სხვადასხვა ღონისძიებების და წვეულებებისთვის მომზადებული ტკბილეული;
  • უზრუნველყოს პროდუქტების სათანადოდ გამოყენება და მინიმალური დანაკარგი;
  • უზრუნველყოს სამზარეულოს და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგრედიენტების კარგად ცოდნა;
  • ჰიგიენის ნორმების და სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge .

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 აგვისტომდე.

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა