მოსამზადებელი კურსი ჯიპას გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამისთვის |
დამსაქმებელი: |
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი |
კატეგორია: |
ტრენინგი/სწავლება,
|
ბოლო ვადა: |
2015/02/20 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სწავლების სახე |
კურსი |
ტრეინინგის საფასური |
უფასო |
ნანახია: |
2444 -ჯერ |
მოსამზადებელი კურსი ჯიპას გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამისთვის
პროგრამის მიზნები:
- პროგრამის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა ფსიქოლოგიის საფუძვლებში.
კურსის მანძილზე მიღებული ცონდის და უნარების გამოყენებით, მონაწილეები მზად იქნებიან ფსიქოლოგიის სფეროშიშემდგომი პროფესიული ზრდისთვის.
კურსი განკუთვნილია:
- მათთვის, ვისაც არა აქვს ფსიქოლოგიური განათლება და სურვილი აქვს ჩააბაროს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA), სოციალურმეცნიერებათა სკოლის, გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე („შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის“ და „პოლიტიკური ფსიქოლოგიის“ განხრით).
- ფსიქოლოგიისსაფუძვლების ცოდნით დაინტერესებულიპირებისთვის.
კურსის თემატიკა:
ზოგადი ფსიქოლოგია:
- შესავალი ზოგად ფსიქოლოგიაში;
- კოგნიტური პროცესები ( აღქმა, შეგრძნება, მეხსიერება, აზროვნება);
- მთლიანი სუბიექტის განწყობა და ქცევა (მოტივაცია, ემოცია, სტრესი, ქცევა);
- პიროვნების ფსიქოლოგია(პიროვნების ძირითადი პარამეტრები, პიროვნების კვლევის მეთოდები)
- სოციალური ფსიქოლოგია (სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდები, „მე“ სოციალურ სამყაროში, ინტერპერსონალური პერცეპცია, ატიტუდები, სოციალური კოგნიცია, წინასწარგანწყობა, სოციალური გავლენა, პროსოციალური ქცევა, ანტისოციალური ქცევა, ჯგუფები)
- ინგლისური ენა(საჭიროების შემთხვევაში)
პროგრამის უპირატესობა:
- მოცემული პროგრამის წარმატებით გავლისა და ეროვნული გამოცდების ჩაბარების (მინიმალური ზღვარის გადალახვა) შემთხვევაში, სტუდენტებს მიეცემათ საშუალება:GIPA-ს შიდა გასაუბრების გავლის გარეშე,გააგრძელონ სწავლა გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე;
- ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში.
ტექნიკური აღწერილობა:
- სწავლის ხანგრძლივობა:3თვე
- კურსის მოცულობა:120 საათი, ინგლისური 30 საათი
- პროგრამის ღირებულება ინგლისურის გარეშე:1500 ლარი (ინგლისურის დამატებით - 1800 ლარი)
სასწავლო მეთოდოლოგია:
- სწავლების პროცესში გამოყენებული იქნებაროგორც ლექციური, ასევე ინტერაქტიული მეთოდები. თითოეულ საგანში მონაწილეების შეფასება მოხდება შუალედური და საბოლოო გამოცდისსაფუძველზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათფსიქოლოგიის საფუძვლების კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მოთხოვნები:
- პირადობის მოწმობის ასლი
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
- ავტობიოგრაფია (CV)
- აუცილებელია: ინგლისური Elementary Level
სასწავლო პროცესი:
საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 20თებერვლამდე. სწავლა დაიწყება 2015 წლის 2 მარტს .
საკონტაქტო პირი:
მარინა კვიცარიძე - კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მისამართი: გორგასლის 101
ტელეფონი: (+995 032)2 49 75 45
მობილური: (+995 595) 959096
ირაკლი იმედაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ჰუმანიტარულ, განათლების და ფილოსოფიის დარგობრივი აკადემიების წევრი; საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; დ. უზნაძის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატი.
წლების განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წამყვან პოზიციებზე. 2006-2012 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, ზოგადი და პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების და განათლების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია. 140-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის რვა წიგნის ავტორი და თანაავტორი. ოთხი ათეული წლის განმავლობაში კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
თინა ჩხეიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი. სამეცნიერო საქმიანობის სფერო - პიროვნების სოციალური განწყობების ჩამოყალიბება და შეცვლა; სოციალური განწყობების, რწმენებისა დაღირებულებების სისტემის დინამიკა და მის საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმები.
უძღვებოდა ინფორმაციისა და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
აქვს პედაგოგიური საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება. კითხულობს ლექციების კურსს სოციალურ და გავლენის ფსიქოლოგიაში, რეკლამის ფსიქოლოგიასა და საორგანიზაციო ქცევაში. კითხულობდა სასწავლო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ლონდონის სამრეწველო - სავაჭრო პალატის საგამოცდო საბჭოს საგამოცდო ცენტრში.
რამაზ საყვარელიძე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა 1950 წელს. 1976 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ზოგად ფსიქოლოგიაში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში და ა.შ. GIPA-ში კითხულობს „ფსიქოლოგიის საფუძვლებ“-ს, „პოლიტიკურ ფსიქოლოგია“-ს და „სტრესის მართვა“-ს.
მარინა ბალიაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წლების მანძილზე მუშაობდა დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასვა წამყვან პოზიციაზე: იყო სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო სფეროში.
კვლევის ძირითადი მიმართულებები - პიროვნების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი. 2012 წელს გამოცემულ მის წიგნს „პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები“ , გამომცემლობა „უნივერსალი“, 2013 წელს მიენიჭა დიმიტრი უზნაძის აკადემიური სახელობითი პრემია
ინგე სნიპ - მოწვეული ლექტორი ასწავლის ინგლისურ ენას და აკადემიურ
წერას ინგლისურ ენაზე . ასევე ინგე სნიპს აქვს ტექსტების რედაქტირების გამოცდილება. მუშაობდა კონსულტანტად სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებში.