• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციონისტი
დამსაქმებელი: Gallery Palace Hotel
კატეგორია: ადმინისტრაცია, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/08/07
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1841 -ჯერ

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

 

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.
 
ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარი;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( სასტუმროს მართვის სისტემის -  Fidelio , Opera - ს ცოდნა ) ;

 

პიროვნული თვისებები:

 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პრეზენტაბელური გარეგნობა;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 აგვისტომდე.

 

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა