• https://charte.ge/

ავტორი

საბანკო სწავლების ცენტრი

tel: (+995) 599 10 32 44
mail: bec_trening@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბანკირთა მომზადების საზაფხულო პროგრამა + სტაჟირება
დამსაქმებელი: საბანკო სწავლების ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2017/07/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1647 -ჯერ

"საბანკო სწავლების ცენტრი", როგორც წამყვანი საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრი, ბანკირთა მომზადების და დასაქმების 3 თვიანი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მსმენელთა მიღებას საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების სასერთიფიკატო კურსზე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფორმატით და წარმატებული მსმენელების დასაქმებას კომერციულ ბანკებში, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებში და საფინანსო კომპანიებში.

ჩვენი წარმატების ფორმულა: ბანკირთა მომზადების და დასაქმების პროგრამა სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციაციის, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 16 კომერციული ბანკი(საქართველოს ბანკი, თი ბი სი ბანკი, ვითი ბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი ფინკა, ბანკი ქართუ, პროკრედიტ ბანკი, ხალიკ ბანკი, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი კრედო, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო, პაშა ბანკი და ა.შ) მხარდაჭერით, საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის და მიწოდების მიზნით. 

პროგრამა რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, 3 თვის განმავლობაში გრძელდება და მის წარმატებულ ხასიათს განაპირობებს საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული ოპერაციების(საბანკო საოპერაციო პროგრამა - ALTA Software) კომბინირებული სწავლების მეთოდი. ტრეინინგები მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სწავლების ფორმატით. ჩვენი წარმატებული მსმენელების 90 % დღეს კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომელია!. 2014 წელს ტრეინინგი გაიარა 47 მსმენელმა და 39 მსმენელი დასაქმდა, 2015 წელს 55 მსმენელიდან დღეს 48 მსმენელია დასაქმებული, სულ პროგრამის ფარგლებში 153 მსმენელი დასაქმდა, ხოლო გასულ 2016 წელს 70 კურსდამთავრებულიდან უკვე 65 პირია დასაქმებული. 

გამოიყენე ეს ზაფხული კარიერის მოსაწყობად, განაცხადების მიღება ბოლო ვადაა 15 ივლისი!

ცენტრის კლიენტები გარდა კომერციული ბანკებისა ასევე არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: კრისტალი, ჯეო კაპიტალი, ალიანს ჯგუფი, ფინ არგო, ლაზიკა კაპიტალი, მბც, ელტ კომპანი, საქართველოს ფოსტა, სოხუმის უნივერსიტეტი, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ბიზნეს აკადემია, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს პროგრამებზე და დასაქმებულ პირებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულებიდან: https://www.facebook.com/bec2007.page/?ref=aymt_homepage_panel დაhttp://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1406&

ტრეინინგები განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ეკონომიკური, და არაეკონომიკური უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის საბანკო დაწესებულებებში დასასაქმებლად;

იჩქარეთ, გაიარე რეგისტრაცია და გახდი ბანკის თანამშრომელი!

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com ან abg_press@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ - " საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების სასერთიფიკატო კურსი + სტაჟირება! "

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების სასერთიფიკატო კურსი 5 კვირას გრძელდება(3 კვირა თეორიული ნაწილი + 2 კვირა სტაჟირება) და მოიცავს საბანკო საქმის თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული საბანკო ოპერაციების, აგრეთვე კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით, მათ შორის -პრაქტიკული საბანკო ოპერაციების(ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) შესწავლას, კრედიტის გაცემის კრიტერიუმებს და პროცედურებს, სესხებზე პროცენტის დარიცხვის პრინციპებს, მარკეტინგის საფუძვლებს, ფულის ვარგისიანობის, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების(ლარი, დოლარი, ევრო) დამცავ ნიშნებს და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, რაც ბანკებში საკონკურსო პირობების წარმატებით გავლას და დასაქმებას უზრუნველყოფს როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების და საკრედიტო დეპარტამენტებში:

პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, პროფესიული სტაჟირების სახით, მსმენელები გაივლიან საქართველოს ბანკების ასოციაციაში, სპეციალურად შემუშავებული და საბანკო დაწესებულებებში არსებული მოთხოვნების აპრობირებული პროგრამით. სტაჟირება მიმდინარეობს პრინციპით - ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით: ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს: 

** შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტ ბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე საანაბრე და საბარათე ანგარიშების გახსნის, სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება. 
** შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები;

სტაჟირების ეს ფორმა საშუალებას იძლევა გაეცნოთ და შეისწავლოთ წამყვანი კომერციული ბანკების პროდუქტები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ამ ბანკებში საკონკურსო პირობების წარმატებით გავლას და დასაქმებას უზრუნველყოფს როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების და საკრედიტო დეპარტამენტებში შემდეგ პოზიციებზე: 

** მოლარედ, 
** მოლარე - ოპერატორად, 
** ფიზიკური და იურიდიული პირების ოპერატორად, 
** ქოლ-ცენტრის ოპერატორად; 
** საკრედიტო ოფიცრად, 
** საკრედიტო ადმინისტრატორად; 
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** განვადების და გაყიდვების მენეჯერად;

პროგრამის ხელმძღვანელი: 

პროგრამა, მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით, თეორიული და პრაქტიკული მოდულების სწავლებით; გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, უძღვება ლექციების კურსს - საბანკო, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში, იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის ეკონომიკის, საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე 30-მდე ნაშრომის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. 2011 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი. 
2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრენერი; 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი; 2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.

მოქნილი სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დილის და საღამოს ჯგუფებში, ტრენინგები ერთნაირი გრაფიკით მიმდინარეობს, რაც საშუალებას მოგცემთ კვრის განმავლობაში დაესწროთ, როგორც დილის ასევე საღამოს ტრენინგებს.

სერთიფიცირება: 

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ აიღებთ:

1. საბანკო საქმის სრული კურსის გავლის ორენოვან სერთიფიკატს;
2. საბანკო ასოციაციაში სტაჟირების გავლის ორენოვან სერთიფიკატს, ALTA software - 2000 -ის საოპერაციო საბანკო პროგრამის ნაწილთან ერთად, 
3. ასოციაციის წევრ ბანკებში და პარტნიორ საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს, რაც კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.

პროგრამის საფასური: 300 ლარი(სტაჟირება უფასოა). სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ, პირველადი შესატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 100 ლარს; ინდივიდუალური სწავლების საფასური შეადგენს 350 ლარს;

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5 (ამოსასვლილი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე).

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 599 10 32 44.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა