• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: bochorishvili_beka@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მენეჯერი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: ადამიანური რესურსები,
ბოლო ვადა: 2017/08/05
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1688 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი–ტა“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადამიანური რესურსების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • სხვადასხვა ტიპის HR მომსახურების გაწევა ქსელის პერსონალისათვის, კომპანიის  პოლიტიკისა და რეგულაციების გათვალისწინებით.
  • თანამშრომელთა შორის ურთიერთობების მართვა: ნებისმიერ წამოჭრილ თემაზე უშუალო ჩართულობა და შესაბამისი ანგარიშგება საკუთარი შემოთავაზების გათვალისწინებით 
  • კომპანიის საკადრო პოლიტიკის, პროცედურების, შინაგანაწესის შემუშავება, განახლება, სრულყოფა და შესრულების კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, განახლება, სრულყოფა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და შეფასების/ატესტაციის სხვადასხვა სისტემების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება;
  • თანამშრომელთა შერჩევა და სამუშაოზე აყვანა (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატთა შერჩევა, გასაუბრებების, ტესტირების ჩატარება, საბოლოო რეკომენდაციის ჩამოყალიბება);
  • სარეზერვო ბაზების შექმნა;
  • შტატის მოტივაციის ამაღლების სისტემების შემუშავება და განხორციელება;
  • შტატის პროფესიული განვითარების გეგმების შემუშავება, თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებების შერჩევა, სწავლების საჭიროების განსზღვრა და თანამშრომელთა სწავლების მონიტორინგი, კოორდინაცია და ორგანიზება;
  • კომპანიის შიდა კვლევების ჩატარება სხვადასხვა საკითხების გამოსავლენად (გასაუბრებები, ტესტირებები);
  • სახელფასო შკალის და საკომპენსაციო სისტების შემუშავება;
  • თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზება, მათი პრობლემებისა და ინტერესების დადგენა და საჭიროებისამებრ კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმირება;

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ: 

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი), ზოგადი მენეჯმენტის ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობით. სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობით ან ბიზნეს ადმინისტრირების დარგში (MBA);
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, აქედან ერთი წლის გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS OFFICE, INTERNET, OUTLOOK EXPRESS.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში გავლილი სხვადასხვა ტრენინგები, კვალიფიკაციია ასამაღლებელი კურსები.
  • სასურველია პროფესიონალი ადამიანური მენეჯერის: სერტიფიკატი (PHD). ამ თანამდებობაზე მომუშავე პირს უნდა ჰქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის, მათი ნდობის მოპოვების და ადამიანთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის ცოდნა და უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • აკურატული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სიახლეების სწრაფად და ადვილად ათვისების უნარი;
  • სანდო და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • სხვადასხვა ტიპის დავალებებზე ერთდროულად მუშაობის უნარი-ჩვევები და სამუშაოს დასახულ ვადებში შესრულება.

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: bochorishvili_beka@yahoo.com   2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა