• https://charte.ge/

ავტორი

ბიზნეს აკადემია

tel: (+995 790)458582
mail: HRBacademy@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საკვალიფიკაციო მოკლევადიანი პრაქტიკული კურსი HR მენეჯმენტში,ბინზეს კომპანიებიდან მოწვეული ტრენერებით
დამსაქმებელი: ბიზნეს აკადემია
კატეგორია: ადამიანური რესურსები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/01/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 628 -ჯერ
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები; ადამიანური რესურსების მნიშვნელობა ორგანიზაციაში; ადამიანური რესურსების დაგეგმვის, პერსონალის დაკოპლექტების, პროფესიული განვითარების, შესრულებული სამუშაოს შეფასების, კომპენსაციის, პერსონალის უსაფრთხოების, შრომითი ეთიკის და შრომითი ურთიერთობების საკითხები.
 
მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითად პროცესებს, მათ პრაქტიკულ ასპექტებს, სტრატეგიებს და ა. შ. რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა თეორიულთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მათი კარიერული განვითარებისთვის.
 
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ მენეჯერებს, ადამიანური რესურსების დამწყებ  სპეციალისტებს, სტუდენტებს, ადამიანური რესურსებით დაინტერესებულ პირებს.
 
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ  ცოდნას ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ყველა ძირითად საკითხზე;  გაეცნობიან  ორგანიზაციაში ადამიანური რესურსის მართვის ძირითად ფუნქციებსა და პრინციპებს, პერსონალის შერჩევისა და შეფასების მეთოდებს, შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდებს და ორგანიზაციაში  ტრენინგისა და განვითარების, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების გაზრდის, პროფესიული სტრესის პრევენციის მექნიზამებს.
პრაქტიკული დავალებები და ქეისები მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში რეალიზებისთვის; თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ყველა ძირითად საკითხს ადამიანური რესურსების მენეჯმენტში.
 
სწავლის შედეგები
 
P.S მონაწილეები დამატებით გაეცნობიან ადამიანური რესურსების მენეჯერის პრაქტიკულ საქმიაობას ორგანიზაციაში; მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას სამუშაოს აღწერილობის ჩატარების, პერსონალის პირადი საქმეების  წარმოების, hr-ის სხვადასხვა დოკუმენტის შედგენის შესახებ და ა.შ.
 
ტრენინგის ჩატარების მეთოდიკა
  • ლექცია და პრაქტიკული დავალებები
  • “case study”-ს მეთოდი: მონაწილეები განიხილავენ case-ებს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხის თუ პრობლემის შესახებ და განსაზღვრავენ პრობლემის წარმოშობის მიზეზებს და შეიმუშავებენ  რეკომენდაციებს);
  • ლექციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია (პროგრამის მოცულობის მიხედვით);
  • პროგრამის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება მიღებული ცოდნის შესამოწმებლად (ტესტი დაკომპლექტებული იქნება ღია ტიპის კითხვებით და case-ბით).
  • ლექციის თეორიული ნაწილი განიხილება
  • The Oxford Handbook of  Human Resource Management; Edited by Peter Boxal, John Purcell, Patric Wright, Oxford University Press
  • საკითხავი ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის სფეროში- საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში;
  • HR Management Standards-Voluntary & Non-profit Sector© 2009 HR Council for the  
კურსის მოკლე მიმოხილვა.კურსი ჩატარდება ორგანიზაციებში პრაქტიკული სამუშაო პროცესებზე დაყრნობით.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ნებისმიერი განათლების მქონე პირებს, ასევე მოქმედ HR-ებს კვალიფიკაციისათვის.
მიღებული ევროპული სტანდარტების მქონე სერტიფიკატი დასტური იქნება გამოცდილების მიზნით.
ლექცია I
 
ადამიანური  რესურსების მართვის საფუძვლები
მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის როლი ორგანიზაციაში
ორგანიზაციული მიზნების განსაზღვრა
დასაქმების წესები და პირობები
ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
 
ლექცია II-ლექცია III-ლექცია IV
ადამიანური რესურსების განყოფილებაში მომუშავე პირების ფუნქცია-მოვალეობები: 
  • hr  განყოფილებაში პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • პერსონალის შერჩევა-დაქირავება (საბუთების გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
  • ტესტირების ჩატარების ორგანიზება;
  • ტრენინგის ჩატარების ორგანიზება;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • ადამიანური რესურსების შერჩევისა და განვითარების ხელშეწყობა; 
  • ადამიანური რესურსების შერჩევისა და შეფასების სისტემის კრიტერიუმების შემუშავება; 
  • ადამიანური რესურსების სამუშაო აღწერილობის შემუშავება/განახლება; 
  • ადამიანური რესურსების საჭიროებების კვლევისა და თემატური ტრენინგების დაგეგმვა  ორგანიზაციის ტრენინგ აქტივობების ოპტიმიზაციისა და ადამიანური რესურსების პიროვნული და პროფესიული განვითარების მიზნით;
  • შესაბამის დისციპლინებში კომპანიის თანამშრომლებისათვის ტრენინგების უშუალოდ ჩატარება თანამშრომელთა ინტერვიუირება და კონსულტირება; 
  • საერთაშორისო პროექტების ფარგლებში უცხოელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა პერსონალის პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის  მიზნით; 
  • ვაკანტურ ადგილებზე საკონკურსო განაცხადების შემუშავება, 
  • ახალ თანამშრომელთა შერჩევა, ინტერვიუირება;
  • ფსიქოლოგიური და თემატური ტესტირება, კითხვარების შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის კომპიუტერული პროგრამის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა.
  • შეფასების სისტემის დანერგვა;
  • სახელფასო და საბონუსე სისტემის დანერგვა
 
ლექცია V  - ლექცია VI
 
საკადრო ნაწილი 
 
თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, ვადების გაგრძელება. 
ბრძანებების მომზადება (მიღება, გათავისუფლება, გადაყვანა, ხელფასის ცვლილება, პრემია, შვებულება, სწვალის დაფინანსება, ბენეფიტები და ა.შ.)
თანამშრომელთა შვებულებების აღრიცხვა, შვებულების ფორმები
სტუდენტი თანამშრომლების ლექციების გრაფიკის შედგენა და  კონტროლი
მომზადება სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის (ცნობა, რეკომენდაცია, განცხადება და ა.შ.)
სარეზერვო ბაზების შექმნა (შემოსული აპლიკაციების და სასურველი კანდიდატების მონაცემების შეყვანა შესაბამის სარეზერვო ფაილში, მისი ყოველწლიური განახლება).
თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა და მათი სისტემური განახლება.
ნებისმიერი ადმინისტრაციული საკადრო საკითხის მოგვარება
 კონკრეტული  პოზიციისთვის  ფუნქცია - მოვალეობების შემუშავება. სასურველ კანდიდატებთან დაკავშირება, ტესტირების ორგანიზება, გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება.
ახალი კადრის აყვანისას მისთვის საჭირო ინფორმაციითა და ნივთებით უზრუნველყოფა, 
თანამშრომელთა შეფასება განვითარება
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გეგმების შემუშავება, კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებების შერჩევა,  ინფორმაციის მოძიება. შიდა ტრენინგების დაგეგმვა, მონიტორინგი, კოორდინაცია, თითოეული თანამშრომლისათვის თანამშრომლის ტრენინგზე დასწრების ოქმისა და განვითარების ბარათის წარმოება.
 
ლექციური  კურსის მსვლელობის დროს, თითოეული ლექცია მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს ( ქეისებს)
 
კურსს ჩაატარებენ ბიზნეს კომპანიებიდან მოწვეული კადრების (HR განყოფილების ) თანამშრომლები.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ რეკომენდაციებს ტრენერების მხრიდან.
კურსი ჩატარდება :
ნაკადი N1- 12:30 სთ , რეგისტრაციის ღირებულება-60  ლარი (აღნიშნულ სასწავლო პროგრამებზე ფასდაკლება ვრცელდება ერთჯერადად)
სულ-6 შეხვედრა.(ორი კვირა-კვირაში სამჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა-1:45 სთ
კურსის ხელმძღვანელი ქ-ნ რუსუდან ტეფნაძე 
იხ:facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
 
ნაკადი N2 -14:30 სთ. რეგისტრაციის ღირებულება-70 ლარი  (აღნიშნულ სასწავლო პროგრამებზე ფასდაკლება ვრცელდება ერთჯერადად)
სულ-6 შეხვედრა. (ორი კვირა-კვირაში სამჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა-1:45 სთ
კურსის ხელმძღვანელი ქ-ნ რუსუდან ტეფნაძე 
იხ:facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
 
ნაკადი N3-19 სთ, რეგისტრაციის ღირებულება 150 ლარი 
ნაკადი N3 -*ის ლექციები ჩატარდება: ოთხშაბათი-პარასკევი-შაბათი 19 სთ  (აღნიშნულ სასწავლო პროგრამებზე ფასდაკლება ვრცელდება ერთჯერადად)
სულ-6 შეხვედრა.(ორი კვირა-კვირაში სამჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა-1:45 სთ 
 საღამოს ტრენინგენს ჩაატარებენ, სამინისტროებისა და მსვილი ბინზეს კომპანიები HR წარმომადგენლები. ჯგუფები ტრენერებთან გადანაწილდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
იხ:facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები  ყველა მსმენელი მიიღებენ ორ ენოვან , ევროპული სტანდარტების მქონე სერტიფიკატს და რეკომენდაცია.
 
კურსის მსმვლელობის დროს მსმენელები გაეცნობიან ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების დეპარტამენტების სრული მუშაობის პრინციპს, რომელიც ჩაეთვლებათ გამოცდილებაში.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გადმოაგზავნეთ თქვენი cv, 
ელ.ფოსტა; HRBacademy@gmail.com ( სათაურში მიუთითეთ HR მენეჯმენტი  და სასურველი ნაკადი)
 
შერჩეული დარეგისტრირებული  მსმენელი 24 სთ-ში მიიღებს  ელ. შეტყობინებას და სმს შეტყობინებას სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
 
იხ:facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
 
BUSINESS ACADEMY”
„ბიზნეს აკადემია“
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 790)458582
მენეჯერი: (+995 555)678545
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული.N 15 ( მაგდონალსთან, ლუტეციასთან არსებული სადარბაზო)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა