• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სესხის ოფიცერი ახალქალაქში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/02/22
მდებარეობა: ახალქალაქი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 456 -ჯერ
დამსაქმებელი:შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”
თანამდებობა:სესხის ოფიცერი 
სამუშაო ადგილი:სამცხე ჯავახეთი; ახალქალაქი
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
ჩვენ გთავაზობთ
 
საუკეთესო წამახალისებელ სქემებს:
 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ავტომობილის არ ყოლის შემთხვევაში უპროცენტო სესხს მის შესაძენად. 
 
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს
ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ მზარდ და სტაბილურ ორგანიზაციაში. 
 
საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატები ავტომატურად განიხილებიან გამოცდილი სესხების ოფიცერის პოზიციაზე.
 
  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში კანდიდატს დაენიშნება ფიქსირებული ანაზღაურება
  • შტატში გადასვლისას თანამშრომელს დაენიშნებათ ანაზღაურება და ყოვეთვიური ბონუსი.
 
უწყვეტი 1 წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს ვთავაზობთ შემდეგ პირობებს:
 
  • პრაქტიკანტობის ვადა 1-დან 3 თვემდე
  • ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 375 ლარი 
  • ანაზრაურება 3 თვის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში 450 ლარი
  • ანაზღაურება 6 თვის შემდეგ 540 ლარი + ყოველთვიური პრემია
  • სამუშაო გრაფიკი - სრული.
 
სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებს ვთავაზობთ შემდეგ პირობებს:
 
  • პრაქტიკანტობის ვადა 1-დან 4 თვემდე
  • ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 100 ლარი
  • პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივას
  • სამუშაო გრაფიკი - სრული.
 
კრედოს სესხის ოფიცერს ევალება:
 
  • კლიენტების მოზიდვა; 
  • სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; 
  • საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; 
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
  • გადავადებული გადახდების დასრულება;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში. 
 
კანდიდატის შესარჩევი მოთხოვნებია:
 
  • სასურველია უნივერსიტეტის დიპლომი ფინანსურ ან ეკონომიკურ სფეროში;
  • ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/განყოფილება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
 
განცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 22 თებერვალი
 
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა