• https://charte.ge/

ავტორი

კავკასუს ონლაინი

mail: vacancy@co.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მენეჯერი ფოთში
დამსაქმებელი: კავკასუს ონლაინი
კატეგორია: ადმინისტრაცია, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2015/01/28
მდებარეობა: ფოთი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
მიმაგრებული ფაილები: Attachment_(1)10.doc

ნანახია: 2061 -ჯერ
კომპანია კავკასუს ონლაინი აცხადებს ვაკანსიას  მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის  მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ფოთში
(იმისათვის რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში  აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება)
 
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
  • სერვის ცენტრის მართვა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად სერვის ცენტრის საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა მომსახურების და კომპანიის პროდუქტების   გაყიდვის პროცესის კოორდინირება, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანგარიშგება;
  • სერვის-ცენტრის ბიუჯეტის შემუშავება, ბიუჯეტის დანახარჯებს კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სერვის ცენტრის საქმიანობის ყველა ტიპის სტატისტიკის წარმოება, ანალიზი, შესაბამის ანგარიშების და რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • დასახული ამოცანებისა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
 
განათლება:
  • უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი/მაგისტრატურა. აუცილებელია დიპლომი ან სერტიფიკატი სამუშაო პროფილით (გაყიდვები, მარკეტინგი ბიზნესის ადმინისტრირება);
  • რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
 
უნარ–ჩვევები:
  • ლიდერობა და გუნდის მართვა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციის, ტრენინგის ჩატარების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • თანამშრომლის განვითარება და თვითგანვითრების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
 
სხვა მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სატელეკომუნიკაციო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა:
 
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
  • ტესტირება;
  • გასაუბრება.
 
გთხოვთ გამოაგზავნოთ დართული სააპლიკაციო ფორმა და CV  შემდეგ მისამართზე vacancy@co.ge;  Subject_ში გთხოვთ მიუთითოთ  ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა ან CV არ განიხილება.
სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი;
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა