• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის გამგე ბათუმში
დამსაქმებელი: კლიკეს ხინკალი
ბოლო ვადა: 2017/07/03
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 882 -ჯერ

კომპანია „კლინტექ“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე ბათუმში.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს მოთხოვნებს. 
თუ თქვენი მონაცემები არ შეესაბამება მოთხოვნილ პირობებს, გთხოვთ ნუ გადმოგვიგზავნით თქვენს სააპლიკაციო ფორმას.

სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება და დასაწყობება 
  • მატერიალური ფასეულობებისა და სხვა  ინვენტარის  გაცემა  და გაცემული ინვენტარის აღრიცხვა და დოკუმენტაციის მომზადება.
  •  ინვენტარიზაციის ჩატარება.
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა და ზრუნვა მისი სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებაზე;
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე - 3 წელი.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი  - word; excel;
  • rs.ge - ზე მუშაობა
  • შრომისმოყვარე; კეთილსინდისიერი, პუნქტუალური, ორგანიზებული
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური, გუნდში მუშაობის უნარი.
  • საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;

სამუშაო საათები ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 09:00სთ-დან – 18:00 სთ-მდე
სამუშო საათები შაბათს - 09:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე.

ანაზღაურება შეთანხმებით.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: de@diversey.ge 
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია “საწყობის გამგე”,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა – 03.07.2017

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა