სასტუმროს ადმინისტრატორი |
დამსაქმებელი: |
სასტუმრო გურელი |
კატეგორია: |
ადმინისტრაცია, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
ბოლო ვადა: |
2017/07/26 |
ნანახია: |
1207 -ჯერ |
სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** მენეჯერის დავალებების შესრულება.
პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(Booking-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პირობები:
** 24 საათიანი გრაფიკი 4 დღეში ერთხელ.
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
** სამუშაო დღეები: ოთხ დღეში ერთხელ.
** ხელფასი: 40 ლარი დღეში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.