• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციონისტი
დამსაქმებელი: ივერია ინნ
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/07/26
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1083 -ჯერ

Iveria Inn Hotel აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.


მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
  • მენეჯერის დავალებების შესრულება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( პროგრამა Fidelio-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარის მქონე
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე

პირობები:

  • ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და უნიფორმით;
  • სრული განაკვეთი. სამუშაო განრიგი დგება ცვლების მიხედვით (დღის და ღამის ცვლები)

შერჩეული კანდიდატი გაივლის 10 - დღიან საგამოცდო ვადას. საგამოცდო ვადას გადალახვის შემთხვევაში, კომპანია ჩაატარებს 1 თვიან ტრენინგს.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tamarurushadze@iveriainn.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა