• https://charte.ge/

ავტორი

პრივატ კლინიკა

tel: (+995) 577 72 52 46
mail: mguramishvili.pedclinic@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგისტრატურა/სალაროს სპეციალისტი
დამსაქმებელი: პრივატ კლინიკა
კატეგორია: სამედიცინო, სხვა,
ბოლო ვადა: 2017/07/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1293 -ჯერ

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატურა/სალაროს სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •    პაციენტის შესაბამის პროგრამებში რეგისტრაცია;
  •    ამბულატორიული ბარათისა და სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის გახსნა და ყველა საჭირო ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  •    დღის ბოლოს პროგრამებში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
  •    სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსის მითითებების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •    სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ფრონტ ოფისში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა);
  •   MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  •   სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  •    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •    დისციპლინის და წესების დაცვა;
  •    ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  •    სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  •   ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

 

სამუშაო დრო, ანაზღაურება და სხვა პირობები:

  • მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (სამუშაო დღეებში 16 საათიანი, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე 24 საათიანი მორიგეობა)
  • ხელფასი 400.00 ლარი (ხელზე ასაღები).
  • ასაკი 35 წლამდე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - mguramishvili.pedclinic@yahoo.com  2017 წლის 15 ივლისამდე და

 მიუთითეთვაკანსიისდასახელება.

შერჩევა იწარმოებს გასაუბრების საფუძველზე.


მაკა

, 577 725246

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა