• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენელი
დამსაქმებელი: გეფა
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2017/06/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ქართული
ნანახია: 4788 -ჯერ

სს „გეფა“ („ჯიპისი“ / „ფარმადეპო“)   წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.
„გეფა“ გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. „გეფა“ ცდილობს სრულად უზრუნველყოს თვისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს. 

ამჟამად  „გეფა“  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
შტატი: სრული

მოვალეობები:

  • ყოველდღიური ვიზიტების წარმოება ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულების შესყიდვების მენეჯერებთან და ფარმაცევტებთან;
  • ეფექტური ურთიერთობების დამყარება ექიმებთან და აფთიაქებთან;
  • კომპანიის პროდუქციის (მედიკამენტები) პრომოცია, სამედიცინო პერსონალისთვის პრეზენტაციების და კონფერენციების მოწყობა; 
  • ყოველდღიური ანგარიშგებები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  სამედიცინო განათლება;
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუსაობის უნარ-ჩვევა;

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ “სამედიცინო წარმოამდგენელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა