• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე რეგიონებში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/01/28
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 622 -ჯერ
დამსაქმებელი: შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”
თანამდებობა: მოლარე
 
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბოლნისი, გარდაბანი, საგარეჯო, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალქალაქი, ახალციხე, ხაშური.
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” (კრედო) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
ჩვენ ვთავაზობთ: 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • სტაბილურობას.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • ფულადი შეტანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისაგან;
  • სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
  • ფულადი გადარიცხვების მიღება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებელთან;
  • საჭიროების შემთხევვაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია 
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 28 იანვარი 
 
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება. 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა