• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი
დამსაქმებელი: METROMART
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2015/01/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება მაგისტრი
ნანახია: 490 -ჯერ
 ტექნიკის ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერის  პოზიციაზე:
 
  ძირითადი მოვალეობები :
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა, მიმდინარეობის პროცესის კონტროლი
  • ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის ჩამოყალიბება
  • პროდუქტებისა და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა, შესაბამისად კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა
  • გაყიდვების სისტემის პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა
  • პროდუქტების რეალიზების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება/განხორციელება
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევების შედეგების ანალიზი, რეაგირების სწორი ფორმების განსაზღვრა/განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება
  • მიზნობრივი კლიენტების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე პროდუქციის დახვეწა/განვითარება
  • პროდუქტებისა და მომსახურებაზე არსებული ფასების ოპტიმალურობისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზი, შეფასება და ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების ფორმირება
  • საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის კონცეფციისა და მიმართულების განსაზღვრა
  • არსებული საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასება
  • პოზიციონირების სტრატეგიის (იმიჯის მართვის პოლიტიკის) შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი
  • სარეალიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა და ორგანიზება
  • გრძელვადიანი კონტაქტების დამყარება პოტენციურ კლიენტებთან
  • ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
  • კრიზისული სიტუაციების მართვის ორგანიზება, ადეკვატური ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, რისკების განეიტრალების მიზნით ოპერატიული ქმედებების დაგეგმვა
  • კამპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან აქტიური თანამშრომლობა
 
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის ან ტექნიკური მიმართულებით
  • აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
 
პიროვნული თვისებები :
  • კრეატიული
  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით)  მისამართზეvacancy@metromart.ge 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა