• https://charte.ge/

ავტორი

ქოუზი ქორნერი

tel: (+995) 593 78 77 45
mail: restaurant.cozy@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი (ყაზბეგი)
დამსაქმებელი: ქოუზი ქორნერი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება, სხვა, ტურიზმი,
ბოლო ვადა: 2017/06/26
მდებარეობა: ყაზბეგი
ანაზღაურება: 500 - 600 ლარი
ასაკი: 20 - 35 წელი
სქესი: მამრობითი
ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ნანახია: 989 -ჯერ

რესტორანი ქოუზი ქორნერი  აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი.

ძირითადი მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:

  • სქესი: მამრობითი;
  • ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაგიდების მომზადება;
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
  • საკვებისა და სასმელების შეკვეთის მიღება;
  • საკვებისა და სასმელების სტუმრებისათვის მირთმევა;
  • კერძებითა და მომსახურებით სტუმრების კმაყოფილების გადამოწმება და ნებისმიერი სახის ხარვეზის გამოსასწორებლად სათანადო ქმედება;
  • ანგარიშის გადახდის კოორდინირება.

სამუშაო პირობები:

პერიოდი: 17 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ფიქსირებულ ხელფასს , კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) restaurant.cozy@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 26 ივნისისა და უნდა მიუთოთონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა