• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ოფიცერი ფოთში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/01/30
მდებარეობა: ფოთი
განათლება ბაკალავრი
მიმაგრებული ფაილები: Attachment28.doc

ნანახია: 550 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე ფოთის ფილიალში.
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 26 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება;
  • კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
  • ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები;
  • აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი;
  • დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ პირებს 2015 წლის 30 იანვრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge   (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა