• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/07/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1126 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი–ტა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

  • პროდუქციის ჯგუფების ზონირება, პროდუქციის განლაგების სქემების   დეტალიზაცია და კორექტირება, პროდუქციის განლაგების კონტროლი. 
  • პროდუქციის ასორტიმენტის სეგმენტირება, ობიექტის გაფორმებაზე ზრუნვა. 
  • პროდუქციის განლაგების სქემების  შედგენა და მათი რეგულარული განახლება;
  • სავაჭრო სივრცის და თაროების ეფექტურად გამოყენების ანალიზი და კონტროლი;
  • პროდუქციის სავაჭრო სივრცეში გამოტანის კონტროლი;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგის პრინციპების ეფექტურობის  ანალიზი;
  • გონდოლა ხედების დაგეგმარება და კონტროლი.
  • შოურუმში პროდუქციის განლაგება სატანდრტის მიხედვით.

წარმატებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი
  • უმაღლესი განათლება 
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;

სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;

  • სხარტი აზროვნება.
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge    ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა