• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სუპერვაიზერი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი (ROSHEN)
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/07/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1107 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს ბიდი კომპანი დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის ROSHEN-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია აცხადებს სუპერვაიზერის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ფლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გეგმების შედგენაში მონაწილეობა/შესრულების მონიტორინგი;
  • არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
  • ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;
  • ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მიზანდასახულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ლიდერული უნარები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სხვისი საქმიანობის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 15 ივლისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა