მიმღების თანამშრომელი ყვარელში |
დამსაქმებელი: |
ყვავილების ინტერნეტ მაღაზია ROSES.GE |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/06/30 |
ნანახია: |
1026 -ჯერ |
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სასტუმრო კომპლექსში არსებული სერვისები ძირეულად შესწავლა.
- სატელეფონო და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ამომწურავი სინფორმაციის მიწოდება პოტენციურ კლიენტთათვის.
- სხვადასხვა სახის მონაცემების/ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა.
- მომხმარებელთა მიერ მოწოდებული მოთხოვნის, სათანადო დონეზე დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებთან განაწილება.
- საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება.
- სასტუმროში შემოსვლისა და გასვლის დროების კონტროლი.
- სტუმართა რეგისტრაცია, პირადი ინფორმაციის ამოკრება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა.
- სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება-გაცემა, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება.
- სალარო აპარატის მოხმარება.
- საბანკო ტერმინალების მოხმარება.
- კლიენტების სათანადო დონეზე მომსახურება, გამართულად, თანმიმდევრულად ინფორმაციის მიწოდება სასტუმროში არსებული სერვისებისა და მათი პირობების შესახებ.
აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო და წერით დონეზე, უპირატესობად ჩაითვლება დამატებითად სხვა ენების ან ორივე ენის ცოდნა.
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
- როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- საქმისადმი პასუხისმგელობით მოკიდებით მოკიდების უნარი და პროფესიული ეთიკა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა.
- უმაღლესი განათლება
- უპირატესობად ჩაითვლება სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიულე ქვემოთ მოცემულ მისამართზე: hr@kvarelieden.ge აუცილებელია ველში “subject” მითითებული იყოს ვაკანტური პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს.