• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: Elithouse.ge
კატეგორია: გაყიდვები, სხვა,
ბოლო ვადა: 2017/07/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება სტუდენტი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1241 -ჯერ

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

“GOLD WAY GROUP”-ი ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ის გთავაზობთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას, თქვენი პოტენციალის გამომჟღავნების და მზარდ ანაზღაურებასთან ერთად, წარმატებული კარიერის დაწყების საშუალებას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • MS Office საოფისე  პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა

 
ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება
  • ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაძე, სრულყოფაზე
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირიდან-1 თვემდე (კვალიფიკაციის და მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე); 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და შედეგების შესაბამისად ბონუსი. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: hr@goldway.com.ge, აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება(კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი) 

მისამართი: თბილისი, "ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორია
გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა