• https://charte.ge/

ავტორი

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF

tel: (+995 322) 94 61 74
mail: info@leaf.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
SAT-ის მოსამზადებელი კურსი
დამსაქმებელი: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/02/12
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 584 -ჯერ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF ამერიკაში ან ევროპაში ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს მომზადებას SAT-ის ტესტირებისათვის.
 
SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მისი უმაღლესი ქულაა 2400.
 
SAT მოიცავს:
  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას
 
SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტურ სტრატეგიებზე.
 
SAT - ში მაღალი ქულების მიღება აპლიკანტებს მაღალი აკადემიური დონის ამერიკულ უნივერსიტეტში მოხვედრის დიდ შანსს აძლევს.
 
LEAF ასევე ამზადებს მოსწავლეებს SAT Subject Test-ებისათვის (საგნობრივი ტესტები).
 
ცენტრში ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები. სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების გამოყენებით.
კურსზე მიღება წარმოებს დიაგნოსტიკური ტესტირების საფუძველზე.
მეცადინეობები მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში - მაქსიმუმ 6 მსმენელი.
 
გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა: კვირაში 3-ჯერ, 2 აკადემიური საათი (მხოლოდ ვერბალური ნაწილი) ან კვირაში 4-ჯერ, 2 აკადემიური საათი (ვერბალურს + მათემატიკური ნაწილი)
თქვენ აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი და შემოქმედებითი გარემო.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: თბილისი, ბარნოვის ქ. N73
ტელეფონი:(+995 322) 94 61 74; (+995  322) 22 06 69
ელ-ფოსტა: info@leaf.ge 
ფეისბუქი: facebook.com/leaf.ge
ვებ-გვერდი: www.leaf.ge
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა