• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის გამგე
დამსაქმებელი: ინტერლაბი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2015/02/12
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1213 -ჯერ
კომპანია ინტერლაბი აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე.
 
განიხილება ყველა გამოგზავნილი რეზიუმე, მიუხედავად სამუშაო გამოცდილებისა, შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
 
პროდუქციის შესახებ ინფორმაციას მიიღებს და გადამზადებას გაივლის კანდიდატი კომპანიაში.
 
მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება, აღწერა და დასაწყობება; 
  • გამოწერილის პროდუქციის დაკომპლექტება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • უსაფრთხოების, სისუფთავისა და მარაგის რაოდენობის ყოველდღიური შემოწმება.
  • საწყობის თანამშრომლების ზედამხედველობა;.
  • საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივად მზარდი პროდუქციის გაცნობა;
  • ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
 
მოთხოვნები:
  • მამრობითი სქესის;
  • ფარმაცევტული ან უმაღლესი სამედიცინო განათლებით;
  • ქართული (გამართულად), ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის საშუალოზე კარგად ცოდნა).
  • ენერგიული, გამართული მეტყველების და ყურადღებიანი მოსმენის უნარით;
 
ანაზღაურება:
 
საწყის ეტაპზე თვეში ფიქსირებული 500 ლარი (დამატებით შეთანხმებით კანდიდატის შესაძლებლობის მიხედვით).
 
 
ჩვენს შესახებ:
 
2005 წლიდან კომპანია ინტერლაბის გუნდი დაკავებულია ლაბორატორიების კომპლექსური მომარაგებით მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოადგენს ძირითადად ცნობილი ევროპული ლაბორატორიული ტესტ–სისტემების, რეაგენტების და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუტორს საქართველოში. თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მრავალ პატარა და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე: www.facebook.com/InterLabGeorgia
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV, რეზიუმე ან მოკლე ავტობიოგრაფია გამოაგზავნოთ მეილზე: info@interlab.ge   შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.
 
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა