• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორატორიული ტექნიკის ინჟინერი
დამსაქმებელი: ინტერლაბი
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2015/02/12
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1125 -ჯერ
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული ტექნიკის  ინჟინერის პოზიციაზე.
 
განიხილება ყველა გამოგზავნილი რეზიუმე, მიუხედავად სამუშაო გამოცდილებისა, შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული ანალიზატორების (იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, სისხლის საერთო, შარდის საერთო და კოაგულოგრამის) დაპროგრამება და (ასევე ცენტრიფუგების, ავტოკლავების, თერმოსტატების და სხვა) სერვისული მომსახურება.
  • ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რაიონებში მივლინებები, სერვის სამსახურის გაწევა და ექიმი ლაბორანტებისათვის სწავლება-გადამზადების ჩატარება.
  •  
მოთხოვნები:
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • ექიმი-ლაბორანტის ან მასთან ახლოს მდგომი სპეციალობის ფლობა;
  • სასურველია თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკის სერვის მომსახურების 1 წლიანი გამოცდილება;
  • სამუშაო საათები: პირველ ეტაპზე შეთავსებით, მეორე ეტაპზე სრული.
  • შერჩეულ კადრს კომპანია უზრუნველყოფს მივლინებებით და სტაჟირებით მწარმოებელ კომპანიებში.
 
ჩვენს შესახებ:
 
2005 წლიდან კომპანია ინტერლაბის გუნდი დაკავებულია ლაბორატორიების კომპლექსური მომარაგებით მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოადგენს ძირითადად ცნობილი ევროპული ლაბორატორიული ტესტ–სისტემების, რეაგენტების და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუტორს საქართველოში. თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მრავალ პატარა და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე: www.facebook.com/InterLabGeorgia
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV, რეზიუმე ან მოკლე ავტობიოგრაფია გამოაგზავნოთ მეილზე: info@interlab.ge  , შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.
 
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა