• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: ფუდმასტერი
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/07/14
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1467 -ჯერ

შპს "ფუდმასტერი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება 
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** ასაკი: 35 წლამდე
** საკუთარი ავტომობილი
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** პუნქტუალურობა 
** შრომისმოყვარეობა 
** ენერგიულობა და მაღალი შრომისუნარიანობა 
** კომუნიკაბელურობა 
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
** დოკუმენტებსა და პოკეტთან მუშაობის ცოდნა. 

მოვალეობები: 

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა; 
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით; 
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება); 
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 
** ქსელის განვითარები სშესახებ წინადადებების შემუშავება; 
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი 
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

ანაზღაურება: 1000 ლარი და ზევით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.foodmaster@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოცდილების არმქონე პირებს გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა