• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: დეილი გროსერი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/02/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ანაზღაურება: 350 - 450 ლარი
ნანახია: 2401 -ჯერ
სუპერმარკეტების ქსელი “დეილი გროსერი“ სამუშაოდ იწვევს 30 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე ვაჟებსა და გოგონებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სუპერმარკეტში   "მერჩენდაიზერი"-ს პოზიციაზე ქ.თბილისში. 
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)

მოვალეობები:

  • პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი
  • თაროებზე პროდუქციის განლაგება (კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით), 
  • დარბაზის კონსულტანტებთან ერთად პროდუქციის ვადების კონტროლი, ფასმაჩვენებლების მუდმივი განახლება;
  • პროდუქციის წარმოდგენის ახალი სტანდარტების  შემუშავება:
  • მომწოდებელი კომპანიების პროდუქციის განლაგების პროცენტული განაწილების  დაცვა
  • გაყიდვების დინამიკაზე  დაკვირვება და აქედან გამომდინარე პროდუქციის  ფეისინგის გაზრდა ან შემცირება;
  • დარბაზის მენეჯერთან ერთად დარბაზის ზონების, თაროებზე პროდუქციის განლაგების შეცვლა;
  • ინვენტარიზაციის ჯგუფის წევრობა;
  • დარბაზის მენეჯერთან და დარბაზის ზონის კონსულტანთან ერთად წინასწარ შედგენილი ინვენტარიზაციის გრაფიკის მიხედვით ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
 
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;  ენერგიული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 
ჩვენი პირობები:
  • მერჩენდაიზერი ევალება  2 სუპერმარკეტში მუშაობა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • ანაზღაურება; ფიქსიტრული ხელფასი 350-450 ლარამდე (სტაჟის და გამოცდილების მიხედვით) 
  • სამუშაო გრაფიკი- კვირაში 6 სამუშაო დღე
  • დაწინაურების პერსპექტივა
 
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@dailygrocery.ge  2015 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა