• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2015/03/05
მდებარეობა: ფოთი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 1938 -ჯერ
კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თხუთმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
 
ს.ს. “ნიკორა” არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
 
კომპანია „ნიკორა “ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.
დასავლეთ საქართველოსში, კომპანია ნიკორას ოფისი მდებარეობს ქალაქ  ფოთში. მარკეტინგის მენეჯერის სამუშაო ადგილი არის შესაბამისად ქალაქი ფოთი. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგზავნოთ cv საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. 
 
რეზიუმეს გამოგზავნისას  გაითვალისწინეთ: სამუშაო ადგილი - ქალაქი ფოთი, გრაფიკი  - 09:30 დან 18:00 მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს - 19:30 დან 13:00 მდე (თვეში ორი შაბათი დასვენებაა, ორი -  სამუშაო) დასვენების დღე - კვირა.
აუცილებელია ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევა და  კვლევის შედეგების ანალიზი.
  • კომპანიის მიზნიდან გამომდინარე მარკეტინგული  სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.
  • სხვა მოვალეობების შესრულება, დავალებების შესაბამისად.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის   დარგში
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კრეატიულობა
  • კონტროლისა და ანალიზის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2015 წლის 5 მარტამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –  n.zautashvili@nikora.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა