• https://charte.ge/

ავტორი

უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი

mail: hr@unicard.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/06/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1285 -ჯერ

შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა
  • ახალი კორპორატიული კომპანიების იდენთიფიცირება და პროექტში ჩართვა;
  • პრეზენტაციების მომზადება და  შეხვედრების წარმოება;
  • ბარათების და სხვა მასალების გაცემის თაობაზე შესაბამისი რეპორტინგის ფორმების წარმოება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისადმი;
  • კომპანიის პროდუქტების შეთავაზება დაინტერესებული/პოტენციური კომპანიებისათვის და მათი გაყიდვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად.
  • წინასწარ დადგენილი ყოველთვიური გეგმების შესრულება

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი -აუცილებელია
  • პროფესიული ტრენინგები, კურსები - რეკომენდირებულია
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

გამოცდილება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, ფოტოსთან ერთად, შემდეგ მისამართზე: hr@unicard.ge  

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთვის ხელმისაწვდომი გახდება  კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე:  ტელეფონის ნომერზე:(+99532)555-222. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა