• https://charte.ge/

ავტორი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 555870880
mail: ctaedu.ge@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
Cisco IT Essentials
დამსაქმებელი: კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/01/31
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (0.00 ლარი )
ნანახია: 463 -ჯერ

Cisco IT Essentials

კურსის აღწერა

IT Essentials –ის კურსი მოიცავს კომპიუტერის საფუძვლებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაფრთხოების საკითხებს, ქსელების საფუძვლებს.

მსმენელები რომლებიც დაასრულებენ კურსს, შეძლებენ შიდა კომპიუტერული კომპონენტების აღწერას ასევე ოპერაციული სისტემების ინსტალაციას, კომპიუტერის დიაგნოსტიკასა და პრობლემის აღმოფხვრას.

მსმენელები ასევე შეძლებენ ლოკალური ქსელის შექმნას, რესურსების გაზიარებასა და წვდომის კონტროლის განსაზღვრას.

კურსის საფუძვლები

1. პერსონალური კომპიუტერის საფუძვლები - აღწერილია პერსონალური კომპიუტერის სისტემა.

2.ლაბორატორიული პროცედურები და ხელსაწყოების გამოყენება-უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება.

3.კომპიუტერის აწყობა - ლაბორატორიული პროცედურები და ხელსაწყოების გამოყენება. უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება.

4. პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმოხილვა და პრობლემის გადაწყვეტა - პროფილაქტიკური ღონისძიებების ძირითადი მიზნებისა და წესების განხილვა. პრობლემის აღმოფხვრის პროცესები.

5. ოპერაციული სისტემები - ინსტალაცია, განახლება, სხვადასხვა ოპერაციული სისტემების მართვა და პრობლემის გადაჭრა.

6. ქსელები - ქსელის დაგეგმვა, შექმნა და მართვა.

7. პორტატული მოწყობილობები - ლეპტოპების, ნოუთბუქების აღწერა, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური მომსახურეობა, დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა.

8. მობილური მოწყობილობები - ოპერაციული სისტემები, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური უსაფრთხოება და პროგრამული აღდგენა.

9. პრინტერები და სკანერები - ყველა საჭირო პროცედურის მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია პრინტერებისა და სკანერების გამოყენებასთან.

10. უსაფრთხოება - უსაფრთხოების მნიშვნელობა, ძირითადი საფრთხეების აღწერა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება.

11. კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები - პროფესიონალური უნარებისა და საკომუნიკაციო ტექნიკის აღწერა.

12. დიაგნოსტიკა და პრობლემის გადწყვეტა - კომპიუტერის ოპერაციული სისტემების, პორტატული კომპიუტერების, პრინტერებისა და სკანერების, ქსელისა და უსაფრთხოების პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების განხილვა.

სწავლის შედეგი

IT Essentials კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:

ინფორმაციული ტექნოლოგიების განსაზღვრა და პერსონალური კომპიუტერების მოწყობილობების აღწერა.
უსაფრთხოების პროცედურების დაცვა კომპიუტერის აპარატურასთან მუშაობის პროცეში.
კომპიუტერის აწყობა.
ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და მართვა.
კომპიუტერის კონფიგურაცია ქსელთან დასაკავშირებლად.
პორტატული მოწყობილობების ძირითადი კომპონენტების განახლება.
მობილური მოწყობილობების ძირითადი ფუნქციებისა და მახასიათებლების გამოყენება .
ქსელური პრინტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დაცვა.
ტექნიკური მომსახურება და ძირითადი პრობლემების გადწყვეტა.
მომხმარებლის საჭიროების შეფასება, შესაძლო კონფიგურაციის ანალიზი და მისთვის რეკომენდაციის გაწევა აპარატურის, ოპერაციული სისტემების, ქსელისა და უსაფრთხოების საკითხებში.

(995) 593 555 025
(995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge
facebook:Computer Technologies Academy
ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა