• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბიბლუსი
დამსაქმებელი: ბიბლუსი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/07/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2109 -ჯერ

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული და საწყობიდან დაბრუნებული პროდუქციის შეყვანა პროგრამაში; ახალი პროდუქციის დამატება;
** შტრიხკოდების კონტროლი;
** დასრულებული შეკვეთების გააქტიურება rs.ge-ზე;
** პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი (დასაბეგრი, დაუბეგრავი);
** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი;
** თვის ანგარიშის მომზადება;
** დაკორექტირებული ზედნადების კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია დოკუმენტებთან დაკავშირებით.

აუცილებელი ცოდნა:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, Powerpoint, Outlook, 1с საწარმო);
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 10:00-16:00).
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის 12.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა