• https://charte.ge/

ავტორი

უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი

tel: (+995) 32 2 555 222
mail: info@unicard.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება სატელეფონო ცენტრში
დამსაქმებელი: უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი
კატეგორია: ადამიანური რესურსები,
ბოლო ვადა: 2017/06/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1383 -ჯერ

უნიქარდი აცხადებს სტაჟირებას  სტუდენტებისთვის სატელეფონო ცენტრში.

სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან:

  • სატელეფონო საუბრის სტანდარტებს;
  • მოხმარებლის მომსახურების  სტანდარტებს;
  • ორგანიზაციაში ქცევის ნორმებს (კორპორატიული სტანდარტები);

სტაჟირების ვადა - 2 თვე (არაანაზღაურებადი სტაჟირება)
სტაჟირების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და რეკომენდაცი. წარმატებული სტაჟორები დასაქმდებიან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები

  • სტუდენტი
  • რუსული ენის მაღალ დონზე ცოდნა სავალდებულოა 
  • MS Office-ის და ინტერნეტის საძიები სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სქესი - მდედრობითი
  • ასაკი: 18- 25  წლამდე

აუცილებელი უნარები:

  • დახვეწილი , გამართული მეტყველება , სასიამოვნო ხმა
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინფორმაციის სწორად მიღების და გადაცემის უნარი
  • სიმშვიდე, გაწონასწორებულობა
  • პუნქტუალურობა 

სტაჟირების გრაფიკი  - დღეში 4 - 6 საათი , კვირაში 4-5 დღე (სწავლის გრაფიკთან შეთავსებით)  
გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) ფოტოსურათთან ერთად, გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@unicard.ge  . "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  -სატელეფონო ცენტრის სტაჟორი

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.unicard.ge
გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე:(+99532)555-222. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა