• https://charte.ge/

ავტორი

OLDBOOK და Rent A Car Georgia

tel: (+995) 593 74 44 61
mail: libroge@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დამლაგებელი/მენეჯერი
დამსაქმებელი: OLDBOOK და Rent A Car Georgia
კატეგორია: დასუფთავება,
ბოლო ვადა: 2017/06/01
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 30 - 45 წელი
სქესი: მდედრობითი
ნანახია: 2872 -ჯერ

გვესაჭიროება დამლაგებელი/მენეჯერი 3 ბინის დასალაგებლად. ბინები ქირავდება დღიურად უცხოელებზე. სამივე ბინა მდებარეობს სოლოლაკის სხვადასხვა ქუჩებზე, იქვე სოლოლაკში მდებარეობს თეთრეულის საწყობი.

მოთხოვნები, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ:

** მოწესრიგებული ადამიანი, მავნე ჩვევების გარეშე;
** სისუფთავის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** არაალერგიული და სერიოზული ქრონიკული დავადებების გარეშე;
** თბილისის ცენტრში მცხოვრები.
** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 30-დან 45 წლამდე.

მოვალეობები:

** საწყობიდან სუფთა და დაუთოვებული თეთრეულის გატანა/ნახმარის მიტანა.
** მთლიანი ბინის გონივრული მენეჯმენტი (განათების და სანტექნიკის შემოწმება და ა.შ.);
** აუცილებელია სხვადასხვა ზედაპირების (ავეჯის ზედაპირები, ხალიჩა, დუშკაბინა, ლატუნის ნიჟარა და ა.შ.) მოვლის ცოდნა;
** მშრალი და სველი წმენდა/დალაგება;
** საწოლებზე თეთრეულის შეცვლა;
** სამრეცხაოსთან ურთიერთობა;
** სამზარეულოს დასუფთავება, ჭურჭლის დარეცხვა;
** აბაზანის/სველი წერტილების მოვლა-დასუფთავება;
** საჭიროების შემთხვევვაში სტუმრების დახვედრა/გაცილება (გასაღებების გაცემა/ჩაბარება)
** ნაგვის გადაყრა.

პირობები:

** ანაზღაურება: 360 ლარი + ბონუსები სამუშაო მოცულობიდან გამომდინარე (20 ან მეტის დალაგების შემთხვევაში);
** სამუშაო გრაფიკი თავისუფალია, 15-30 დალაგება თვეში, სეზონიდან გამომდინარე.
** ძირითადი დალაგების დროის მანძილი 09:00-დან 15:00-მდე, თუმცა შეიძლება იყოს საჭირო სხვა დღის მონაკვეთშიც დალაგება, და ძალიან იშვიათად (რამდენიმეჯერ წელიწადში) ღამით დალაგება.
** 1 დალაგების საშუალო ხანგრძლივობა: 3 საათი, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები.
** შეიძლება 1 დღეში იყოს 2 დალაგება ან 3 დღე საერთოდ არც ერთი არ იყოს.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ახალი ფოტო სურათით, შემდეგ მისამართზე: libroge@gmail.com და სათაურში მიუთითოთ - "დამლაგებლის ვაკანსია". 

კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ამ ნომერზე: 593 744461.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა