თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად, როგორც პროფესიული, ისე სამეცნიერო ნიშნით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პროფესიული ნიშნით:
ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად, შემდეგი მიმართულებით:
- ფარმაკოლოგია
- ფარმაკოგნოზია
ვაკანტური ადგილები:
- ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
- არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
- უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია და ერთი მონოგრაფია შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე;
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
- არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია , შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე.
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
- არანაკლებ 5 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე;
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
- უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ სამი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია , შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე.
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
- არანაკლებ 3 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე;
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკონკურსო კრიტერიუმები ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:
- დოქტორანტი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
- უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე.
- ინგლისური ენის ცოდნის ფლობის დონის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი.
დამატებითი, არასავალდებულო კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- მონაწილეობა საერთაშორისო ან/და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში;
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსის მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის, აკადემიური თანამდებობისა და განსახორციელებელი პროგრამის ენის მითითებით (განაცხადი ივსება ადგილზე);
- ავტობიოგრაფია (CV) დეტალური ინფორმაციით კანდიდატის არა მარტო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკვებლად მონაწილეთათვის ბოლო 3 წლის განმალობაში გამოქვეყნებული ნაშრომის/ების შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
- შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე) (შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტისათვის ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
- ფოტოსურათი, ზომით 3x4;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი (კონკურსანტის სურვილისამებრ);
- პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის დარგში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- უცხო ენოვანი პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისას ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია;
კონკურსის ეტაპები, როგორც აკადემიური ისე პროფესიული ნიშნით:
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის:
- პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შესწავლა წინამდებარე საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
- მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება ინგლისურ ენაში (შენიშვნა: ის კანდიდატები, რომლებიც ვერ შეძლებენ წარმოადგინონ უცხო ენის ცოდნის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტი მეორე ეტაპზე დამატებით გაივლიან ტესტირებას);
- მესამე ეტაპი - მეორე ეტაპზე წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება შესაბამის დარგში .
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის კონკურსის ჩატარების ეტაპები:
- კონკურსის პირველი ეტაპი - 2017 წლის 5 – 7 ივნისი;
- კონკურსის მეორე ეტაპი -2017 წლის 8-9 ივნისი (შენიშვნა: ტესტირების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ტესტირება ჩატარდება 31 მაისს)
- კონკურსის მესამე ეტაპი - 2017 წლის 12 ივნისს
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 14 ივნისს
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:
კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს ქაღალდის მტარებელზე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ნუცუბიძის 77, ქ. თბილისი
10:00-18:00 საათამდე
საკონტაქტო პირი:
მაია კვაჭანტირაძე
+995 32 032 210 48 00
+995 593 25 25 21
+995 593 16 46 20
E-mail: info@tsuni.ge