• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

tel: 2 10 48 00
mail: info@tsuni.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აკადემიური თანამდებობები ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი პროგრამებისთვის პროფესიული ნიშნით
დამსაქმებელი: თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2017/05/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1043 -ჯერ

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად, როგორც პროფესიული, ისე სამეცნიერო ნიშნით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:

პროფესიული ნიშნით:

ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, შემდეგი მიმართულებით:

  • ფინანსები;
  • მარკეტინგი;
  • მენეჯმენტი;
  • ტურიზმი.

 
ვაკანტური ადგილები:

  • ასოცირებული პროფესორი  - 3  ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი  - 4  ვაკანსია;
     

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია და ერთი მონოგრაფია შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე;


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია , შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 
     

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 5 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე.


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ სამი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე;


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორანტი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 


დამატებითი, არასავალდებულო  კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ან/და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში;

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

 

კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს ქაღალდის მტარებელზე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში  შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი,  ნუცუბიძის 77

 

10:00-18:00 საათამდე

 

საკონტაქტო პირი:


მაია კვაჭანტირაძე

032 210 48 00

593 25 25 21

593 16 46 20

 

E-mail: info@tsuni.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა