• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

tel: 2 10 48 00
mail: info@tsuni.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აკადემიური თანამდებობები ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი პროგრამებისთვის სამეცნიერო ნიშნით
დამსაქმებელი: თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2017/05/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 860 -ჯერ

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად, როგორც პროფესიული, ისე სამეცნიერო ნიშნით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:
 
სამეცნიერო ნიშნით:
ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, შემდეგი მიმართულებით:

  • ფინანსები;
  • მარკეტინგი;
  • მენეჯმენტი;
  • ეკონომიკა;
  • ტურიზმი.

 
ვაკანტური ადგილები:

  • პროფესორი -4 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი  - 5  ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი  - 4  ვაკანსია;
  • ასისტენტი - 3 ვაკანსია.
     

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია და ერთი მონოგრაფია შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე;


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია , შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 
 

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 5 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე.


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ სამი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე;


საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორანტი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 


დამატებითი, არასავალდებულო  კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ან/და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში;

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსის მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის,  აკადემიური თანამდებობისა და განსახორციელებელი პროგრამის ენის მითითებით (განაცხადი ივსება ადგილზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) დეტალური ინფორმაციით კანდიდატის არა მარტო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკვებლად მონაწილეთათვის ბოლო 3 წლის განმალობაში გამოქვეყნებული ნაშრომის/ების შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
  • შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე) (შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტისათვის ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით  3x4;
  • კონკურსანტის მიერ შედგენილი შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი (კონკურსანტის სურვილისამებრ);
  • პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის დარგში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • უცხო ენოვანი პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისას ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია; 

 

კონკურსის ეტაპებიროგორც აკადემიური ისე პროფესიული ნიშნით:


ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის:

  • პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შესწავლა წინამდებარე საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი  კრიტერიუმების მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება შესაბამის დარგში.

 

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის:

  • პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შესწავლა წინამდებარე საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი  კრიტერიუმების მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება ინგლისურ ენაში (შენიშვნა: ის კანდიდატები, რომლებიც ვერ შეძლებენ წარმოადგინონ უცხო ენის ცოდნის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტი მეორე ეტაპზე დამატებით გაივლიან ტესტირებას);
  • მესამე ეტაპი - მეორე ეტაპზე წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება შესაბამის დარგში .

  

კონკურსის გამოცხადების თარიღი:  28 აპრილი 2017 წელი

კონკურსის ვადები:

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 29 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით. 


ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის (როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით) კონკურსის ჩატარების ეტაპები:

  • კონკურსის პირველი ეტაპი  - 2017 წლის 5-7 ივნისი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი  -2017  წლის  8-9 ივნისი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 14 ივნისს.

 

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის კონკურსის ჩატარების ეტაპები:

  • კონკურსის პირველი ეტაპი  - 2017 წლის 5 – 7 ივნისი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი  -2017  წლის  8-9 ივნისი (შენიშვნა: ტესტირების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ტესტირება ჩატარდება 31 მაისს)
  • კონკურსის მესამე ეტაპი - 2017 წლის 12 ივნისს

 

 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017  წლის 14 ივნისს

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:


კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს ქაღალდის მტარებელზე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში  შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, საქართველო, ნუცუბიძის 77-ზე, დელისის მეტროს უკან

 

10:00-18:00 საათამდე

 

საკონტაქტო პირი:

მაია კვაჭანტირაძე

032 210 48 00

593 25 25 21

593 16 46 20

 

E-mail: info@tsuni.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა