• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

tel: 2 10 48 00
mail: info@tsuni.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აკადემიური თანამდებობები ფარმაციის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამისთვის სამეცნიერო ნიშნით
დამსაქმებელი: თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2017/05/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1046 -ჯერ

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად, როგორც პროფესიული, ისე სამეცნიერო ნიშნით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამეცნიერო ნიშნით:


ფარმაციის ქართულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად, შემდეგი მიმართულებით:

  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ფარმაკოლოგია
  • ფარმაკოგნოზია
  • ბოტანიკა

 
ვაკანტური ადგილები:

  • პროფესორი -3 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი  - 5  ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი  - 4  ვაკანსია.
  • ასისტენტი - 3 ვაკანსია.

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია და ერთი მონოგრაფია შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე;

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია , შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 5 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე.

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ სამი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 

საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური კვალიფიკაცია მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • არანაკლებ 3 წლის პროფესიული მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე;

 
საკონკურსო კრიტერიუმები ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორანტი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია, შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე. 

დამატებითი, არასავალდებულო  კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ან/და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში;
     

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსის მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის,  აკადემიური თანამდებობისა და განსახორციელებელი პროგრამის ენის მითითებით (განაცხადი ივსება ადგილზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) დეტალური ინფორმაციით კანდიდატის არა მარტო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკვებლად მონაწილეთათვის ბოლო 3 წლის განმალობაში გამოქვეყნებული ნაშრომის/ების შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
  • შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე) (შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტისათვის ელექტრონული ან ქაღალდის მატარებელზე);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით  3x4;
  • კონკურსანტის მიერ შედგენილი შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი (კონკურსანტის სურვილისამებრ);
  • პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის დარგში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • უცხო ენოვანი პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისას ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია; 

 
კონკურსის ეტაპები, როგორც აკადემიური ისე პროფესიული ნიშნით:
ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის:

  • პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შესწავლა წინამდებარე საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი  კრიტერიუმების მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება შესაბამის დარგში.

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის:

  • პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შესწავლა წინამდებარე საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი  კრიტერიუმების მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება ინგლისურ ენაში (შენიშვნა: ის კანდიდატები, რომლებიც ვერ შეძლებენ წარმოადგინონ უცხო ენის ცოდნის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტი მეორე ეტაპზე დამატებით გაივლიან ტესტირებას);
  • მესამე ეტაპი - მეორე ეტაპზე წარმატებით გავლილ კანდიდატებთან გასაუბრება შესაბამის დარგში .


კონკურსის გამოცხადების თარიღი:  28 აპრილი 2017 წელი
კონკურსის ვადები:
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 29 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით. 

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის (როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით) კონკურსის ჩატარების ეტაპები:

  • კონკურსის პირველი ეტაპი  - 2017 წლის 5-7 ივნისი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი  -2017  წლის  8-9 ივნისი.


კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 14 ივნისს.


საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:


კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს ქაღალდის მტარებელზე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში  შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 77


10:00-18:00 საათამდე


საკონტაქტო პირი:
მაია კვაჭანტირაძე
+995 32 210 48 00
+995 593 25 25 21
+995 593 16 46 20


E-mail: info@tsuni.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა