• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ღონისძიებების მენეჯერი
დამსაქმებელი: სასტუმრო Castello Mare
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1273 -ჯერ

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“ მდებარეობს ციხისძირში, კლდოვან ფერდობზე.  ის გამოირჩევა არამხოლოდ უნიკალური მდებარეობით, არამედ შეუდარებელი სტუმართმასპინძლობით.

„კასტელო მარე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე

Event Manager/ღონისძიებების მენეჯერი

მოვალეობები:

  • ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების რესურსების აუთსორსინგის უზრუნველყოფა და ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
  • კლიენტების მოზიდვა და ურთიერთობის დამყარება;
  • მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
  • შესაბამისი დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელებთან ურთიერთობა;
  • კომპანიის მართვაში არსებულ რესტორნებში ღონისძიებების კურირება; 
  • მომხმარებლებთან შეხვედრა, მათთვის სასურველი ღონისძიების მომზადება, დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
  • ღონისძიების დიზაინი და დეკორი
  • მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კავშირები შესაბამის ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან, პირებთან;
  • ინგლისურისა და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კრეატიულობა, 
  • კომუნიკაბელურობა, 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@castellomare.com
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა