• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბელბოი ციხისძირში
დამსაქმებელი: სასტუმრო Castello Mare
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/27
ნანახია: 1418 -ჯერ

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“ მდებარეობს ციხისძირში, კლდოვან ფერდობზე.  ის გამოირჩევა არამხოლოდ უნიკალური მდებარეობით, არამედ შეუდარებელი სტუმართმასპინძლობით.
„კასტელო მარე“ აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე

მოვალეობები:

  • შემომსვლელ/გამსვლელ სტუმართა სიების ყოველდღიურად გადამოწმება
  • სტუმრების დახვედრა და მათთვის დახმარების გაწევა
  • სტუმრების ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
  • სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
  • საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის სასტუმროს შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • მიღება-განთავსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. დამატებით, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@castellomare.com
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა