• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისეილერი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი (ROSHEN)
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/06/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1377 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს ბიდი კომპანი დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის ROSHEN-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია აცხადებს პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი.
  • სამუშაო საათები - 8:30-18:00.
  • სამუშაო დღეები - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით).

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ქსელის მართვა.
  • ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • მოწესრიგებულობა.
  • პრეზენტაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 31 მაისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა